ბლოგი სახელწოდებით "ბრემენული არდადეგები 2015" შეიქმნა 2015 წლის ზაფხულში, როცა წარმატებით შედგა ჩემი კიდევ ერთი სამუშაო ვიზიტი გერმანიაში. სამუშაო ვიზიტს ვუწოდებ, რადგან დღეში 7- 8 საათი სემინარებს ვესწრებოდი და ეს მხოლოდ დასწრება კი არა, აქტიური ჩართულობაც იყო.
ყოველთვის გაოცებული ვარ ამ ქვეყნის მოწესრიგებული ცხოვრების სტილით. ყოველ ჯერზე აღფრთოვანებით ვათვალიერებ გერმანულ ქუჩებს, ვეცნობი ადგილობრივ კულტურას და ხალხს და კიდევ და კიდევ მიხმობს ეს ქვეყანა თავისკენ. წელს უკვე მესამედ ვიყავი გერმანიაში სტიპენდიით და კვლავ ვიხილე აყვავებული, წელში გამართული, ულამაზესი ქვეყანა, რომელიც არაფრით ჩამორჩება მსოფლიოს უდიდეს და უმდიდრებს ქვეყნებს, პირიქით, სხვა ასეთი მოწესრიგებული ქვეყანა არც მგონია რომ არსებობდეს....
მოკლედ ამ მშვენიერი ქვეყნის მშვენიერ ქალაქ ბრემენში გავატარე ორი ნაყოფიერი კვირა და შთაბეჭდილებებით დახუნძლული დავბრუნდი საქართველოში. აქ ჩემს ქვეყანაში, ჩემს სკოლაში მომიწევს ყველა იმ სიახლის, საინტერესო აქტივობის განხორციელება, რომლითაც დამამახსოვრდა ბრემენული არდადეგები....
შევეცდები ჩემი ახალი ბლოგის საშუალებით ახლოს გაგაცნოთ ბრემენი და გაგიძლიეროთ სურვილი, რომ ოდესმე თქვენც გქონდეთ საშუალება უცხო ქვეყანაში მოგზაურობით აიმაღლოთ კვალიფიკაცია და მიიღოთ უდიდესი სიხარული მსგავს აქტივობებში მონაწილეობით.
No comments:
Post a Comment