ჰო, მართლა, დაბადების დღეც არაჩვეულებრივი გამოვიდა: ჯერ თბილისის აეროპორტში შენიშნა პოლიციის თანამშრომელმა, რომელიც პასპორტს გვიმოწმებდა, რომ ამ დღეს დაბადების დღე მქონდა, სასიამოვნოდ გამიღიმა და კეთილი სურვილებით ბედნიერეი მგზავრობა მისურვა.... ბრემენში კი ლიკა დამხვდა აეროპორტში, რომელმაც დაბადებისდღის საჩუქარი გადმომცა და აჟღურტულდა: "ანა მას, აბა დღევანდელ დღეს მარტო ხომ ვერ შეხვდებოდით, საჩუქარი ხომ უნდა მიგეღოთო." საოცრად ბედნიერი ვიყავი: სამშობლოდან შორს, ერთმა ჩემმა ახლობელმა და საყვარელმა ნამოწაფარმა უცხო ქვეყანაში მომილოცა დაბადების დღე....
მერე მასპინძელი ოჯახის დიასახლისმა სახლში წამიყვანა და იქაც მოკრძალებულად ამიღნიშნეს..... სადილის შემდეგ ოჯახის სტუმრებთან ერთად ბრემენში გავისეირნეთ და შევეცადეთ, ცოტა უფრო ახლოს გაგვეცნო ერთმანეთი, რადგან 2 კვირის მანძილზე მოგვიწევდა ერთ ჭერქვეშ ცხოვრება....
მართლა საოცარი დღე იყო......
პირველი დღე ბრემენში მასპინძლებთან ერთად |
No comments:
Post a Comment