Monday, June 8, 2015

სემინარის პირველი დღე

         სემინარები დაგეგმილია ბრემენის ერთ ერთ სკოლაში, რომელიც განკუთვნილია  საგანმანათლებლო სისტემის მხარდასაჭერად. აქ ყოველდღიურად ტარდება სხვადასხვა სახის სემინარები, ტრენინგები, შეხვედრები არა მარტო სკოლისა და უნივერსიტეტის მასწავლებლებთან, არამედ მოსწავლეებთან და მშობლებთანაც. ესაა ყოველმხრივ აღჭურვილი თანამედროვე ბაზა, რომელიც უზრუნველყოფს თანამედროვე ტენდენციების დანერგვას საგანმანათლებლო სისტემაში. სკოლის სრული დასახელებაა  LIS-Landesinstitut für Schule .
     
        სემინარის პირველ დღეს  დიტერმა მიმაცილა სკოლამდე. დილაადრიან ფეხით გავიარეთ ბრემენის ქუჩები. გზაში დეტალურად მიხსნიდა უკან როგორ დავბრუნებულიყავი, მერე ტელეფონის ნომრებიც ჩამაწერინა თავისი და მონიკასი, ყოველი შემთხვევისთვის. სკოლამდე მისვლა ავტობუსითაც შეიძლება, მაგრამ მე თვითონ ვარჩიე  ფეხით სიარული და არც შევმცდარვარ. სუფთა, მოწესრიგებული ქუჩები, ზუსტი მარკირება, სავაჭრო ცენტრები და მაღაზიები, ბედნიერი და ღიმილიანი მოსახლეობა- აქ ყველაფერი მხიბლავს და მინდა ამ ორი კვირის მანძილზე რაც შეიძლება მეტი ვნახო და გავიგო ამ მშვენიერი ქალაქის შესახებ.

       სემინარი 9 საათზე დაიწო, თუმცა რამდენიმე წუთი ველოდეთ ზოგ მონაწილეს, ერთი კოლეგა ბრაზილიიდან კი თითქმის 2 საათის დაგვიანებით მოვიდა. როგორც აღმჩნდა აეროპორტში ბარგი  დაეკარგა და განაცხადებისა დარაღაც ფორმულარების შევსებას  მოუნდა რამდენიმე საათი. ისეთი გადაღლილი სახე ჰქონდა, მაგრამ მაინც რამდენიმე წუთში მოასწრო ყველაფრის მოყოლა.

     რა თქმა უნდა შრომატევადი და ნაყოფიერი იყო პირველივე დღე. შუადღემდე  იმ დაწესებულების  გაცნობით დავკავდით,სადაც ტრენინგები  უნდა ჩაგვტარებოდა: დაახლოებით ნახევარ საათში შემოვირბინეთ ინსტიტუტი, ვეძებდით წინასწარ მითითებულ  თანამშრომლებს, მათ კაბინეტებს და ეზოში განთავსებულ მარკირების ნიშნებს. სახალისო იყო, რადგან გვიწევდა გვეძებნა ისეთი ადგილი, რომელიც თვალწინ გვქონდა და სიჩქარის გამო ისე  ავუარ ჩავუარეთ, რომ ვერ შევამჩნიეთ. შემდეგ მოძიებული ინფორმაციის პრეზენტაცია გავაკეთეთ.  ფოტოალბომმა შემოინახა  წუთები, რომელიც სემინარის პირველ დღეს ერთად გავატარეთ

 

     ნაშუადღევს   ბრემენის გამგეობის შენობას ვესტუმრეთ, სადაც გიდი გველოდა ბონუსით-ანუ გემრიელი შამპანურით, რითაც ჩვენი ბრემენში სტუმრობის პირველი დღე აღვნიშნეთ. ეს ძველი  და სამუზეუმო ექსპონატად გადაქცეული შენობა მშვენივრად გამოიყურება. ამ დიადი ხელოვნების ნიმუშების ნახვისას ისევ მეუფლება მწარე სინამდვილის  განცდა  ჩემი  ქვეყნის  გამო: მუდამ გვგლეჯდნენ, მუდამ გვანადგურებდნენ, გვართმევდნენ, გაჰქონდათ ქვეყნიდან უამრავი სიმდიდრე და რაღა დაგვრჩა ეხლა????  აქ კი ყვავის ყველაფერი, თვითოეული წვრიოლმანი შენახული და დაცულია, ყველგან რაღაც ისტორიაა, თვალხილული ისტორია, და არა წიგნში დაწერილი და ვინმესგან ნაამბობი....თუმცა მე მაინც ბედნიერი ვარ რომ საამაყო ბევრი მაქვს  და მსოფლიომ დიდი ხანია აღიარა ჩვენი უნიკალურობა ყოველმხრივ.




მომქანცველი დღის შემდეგ კი მშვენიერი ვახშამი გველოდა ერთ მყუდრო, ლამაზ რესტორანში ;-)


No comments:

Post a Comment