დღეს 6 ივნისია.
ბრემენში გამგზავრებამდე ერთი დღე დარჩა და ძალიან ვღელავ. პირველ რიგში, ვდარდობ ჩემს ოჯახთან განშორებას, ჩემი გოგონები უკან დამყვებიან, მეკითხებიან, მალე გავა თუ არა ის ორი კვირა, ბრემენში რომ უნდა გავატარო..... რა თქმა უნდა მალე გავა, მალე, მალე.......ჩემოდანი მზადაა.... პასპორტი, დაზღვევა, საფულე, ხელჩანთა, საჩუქრები მასპინძელი ოჯახის წევრებისა და ძველი ნაცნობებისთვის, რომლებიც
გერმანიაში მელოდებიან.....ვცდილობ არაფერი დამრჩეს, თუმცა მესამედ მივემგზავრები საყვარელ ქვეყანაში, მაგრამ მაინც საოცრად ვღელავ: უცებ რომ აღმოჩნდეს, რომ საბუთებში რაღაც რიგზე არ მაქვს......ან
სტამბულის აეროპორტში რომ ვერ გავიგნო გზა ;-), რა ვიცი, ყველაფერი შეიძლება მოხდეს....
ხვალ ბრემენში მივფრინავ...... თან ჩემი დაბადების დღის თვითმფრინავში აღნიშვნა მომიწევს, ასეთი რამ კი მართლა პირველად ხდება ჩემს ცხოვრებაში_დაბადების დღე თვითმფრინავში....ტორტის, მეგობრების და საჩუქრების გარეშე....იმედია ყველაფერი კარგად იქნება....
|
თბილისის აეროპორტი |
No comments:
Post a Comment