Thursday, June 11, 2015

სემინარის მეორე დღე

        დღევანდელი დღის გეგმაში შედის  ფერებისა
 და აპლიკაციების გამოყენება  დაწყებითი საფეხურის  უცხოური ენის სწავლებისას. საოცრად ლამაზი გამოვიდა მინი მოთხრობა ბავშვებისთვის Die kleine Wolke- "პატარა ღრუბელი", რომლის მოსმენის შემდეგ დაგვირიგდა ფურცლები, სადაც თანმიმდევრობით ავაწყვეთ მოთხრობის სიუჟეტები მხოლოდ ბამბისა და წებოს გამოყენებით. იმედი მაქვს საქართველოში, ქართველ მოსწავლეებთანაც ასეთივე საინტერესო და სახალისო გამოვა  ამ მოთხრობის ინტერპრეტაცია.
           ნაშუადღევს ვიმუშავეთ  პლასტელინებით .
დავინახეთ რამდენად მნიშვნელოვანია შეიგრძნოს
მოსწავლემ ფერი, ნივთი-რომლის დასახელებასაც    სწავლობს, რათა შეძლოს დასახელება დააკავშიროს ფიზიკურ საგანთან და ასე მოახერხოს დამახსოვრება. ვიხალისეთ და რამდენიმე საათი მოსწავლეებად წარმოვიდგინეთ თავი.შემდეგ ჩვენი ნამუშევრები წარმოვადგინეთ და აღვწერეთ ხილ-ბოსტნეული

ჩემი  ასორტი :-)

Monday, June 8, 2015

სემინარის პირველი დღე

         სემინარები დაგეგმილია ბრემენის ერთ ერთ სკოლაში, რომელიც განკუთვნილია  საგანმანათლებლო სისტემის მხარდასაჭერად. აქ ყოველდღიურად ტარდება სხვადასხვა სახის სემინარები, ტრენინგები, შეხვედრები არა მარტო სკოლისა და უნივერსიტეტის მასწავლებლებთან, არამედ მოსწავლეებთან და მშობლებთანაც. ესაა ყოველმხრივ აღჭურვილი თანამედროვე ბაზა, რომელიც უზრუნველყოფს თანამედროვე ტენდენციების დანერგვას საგანმანათლებლო სისტემაში. სკოლის სრული დასახელებაა  LIS-Landesinstitut für Schule .
     
        სემინარის პირველ დღეს  დიტერმა მიმაცილა სკოლამდე. დილაადრიან ფეხით გავიარეთ ბრემენის ქუჩები. გზაში დეტალურად მიხსნიდა უკან როგორ დავბრუნებულიყავი, მერე ტელეფონის ნომრებიც ჩამაწერინა თავისი და მონიკასი, ყოველი შემთხვევისთვის. სკოლამდე მისვლა ავტობუსითაც შეიძლება, მაგრამ მე თვითონ ვარჩიე  ფეხით სიარული და არც შევმცდარვარ. სუფთა, მოწესრიგებული ქუჩები, ზუსტი მარკირება, სავაჭრო ცენტრები და მაღაზიები, ბედნიერი და ღიმილიანი მოსახლეობა- აქ ყველაფერი მხიბლავს და მინდა ამ ორი კვირის მანძილზე რაც შეიძლება მეტი ვნახო და გავიგო ამ მშვენიერი ქალაქის შესახებ.

       სემინარი 9 საათზე დაიწო, თუმცა რამდენიმე წუთი ველოდეთ ზოგ მონაწილეს, ერთი კოლეგა ბრაზილიიდან კი თითქმის 2 საათის დაგვიანებით მოვიდა. როგორც აღმჩნდა აეროპორტში ბარგი  დაეკარგა და განაცხადებისა დარაღაც ფორმულარების შევსებას  მოუნდა რამდენიმე საათი. ისეთი გადაღლილი სახე ჰქონდა, მაგრამ მაინც რამდენიმე წუთში მოასწრო ყველაფრის მოყოლა.

     რა თქმა უნდა შრომატევადი და ნაყოფიერი იყო პირველივე დღე. შუადღემდე  იმ დაწესებულების  გაცნობით დავკავდით,სადაც ტრენინგები  უნდა ჩაგვტარებოდა: დაახლოებით ნახევარ საათში შემოვირბინეთ ინსტიტუტი, ვეძებდით წინასწარ მითითებულ  თანამშრომლებს, მათ კაბინეტებს და ეზოში განთავსებულ მარკირების ნიშნებს. სახალისო იყო, რადგან გვიწევდა გვეძებნა ისეთი ადგილი, რომელიც თვალწინ გვქონდა და სიჩქარის გამო ისე  ავუარ ჩავუარეთ, რომ ვერ შევამჩნიეთ. შემდეგ მოძიებული ინფორმაციის პრეზენტაცია გავაკეთეთ.  ფოტოალბომმა შემოინახა  წუთები, რომელიც სემინარის პირველ დღეს ერთად გავატარეთ

 

     ნაშუადღევს   ბრემენის გამგეობის შენობას ვესტუმრეთ, სადაც გიდი გველოდა ბონუსით-ანუ გემრიელი შამპანურით, რითაც ჩვენი ბრემენში სტუმრობის პირველი დღე აღვნიშნეთ. ეს ძველი  და სამუზეუმო ექსპონატად გადაქცეული შენობა მშვენივრად გამოიყურება. ამ დიადი ხელოვნების ნიმუშების ნახვისას ისევ მეუფლება მწარე სინამდვილის  განცდა  ჩემი  ქვეყნის  გამო: მუდამ გვგლეჯდნენ, მუდამ გვანადგურებდნენ, გვართმევდნენ, გაჰქონდათ ქვეყნიდან უამრავი სიმდიდრე და რაღა დაგვრჩა ეხლა????  აქ კი ყვავის ყველაფერი, თვითოეული წვრიოლმანი შენახული და დაცულია, ყველგან რაღაც ისტორიაა, თვალხილული ისტორია, და არა წიგნში დაწერილი და ვინმესგან ნაამბობი....თუმცა მე მაინც ბედნიერი ვარ რომ საამაყო ბევრი მაქვს  და მსოფლიომ დიდი ხანია აღიარა ჩვენი უნიკალურობა ყოველმხრივ.




მომქანცველი დღის შემდეგ კი მშვენიერი ვახშამი გველოდა ერთ მყუდრო, ლამაზ რესტორანში ;-)


Sunday, June 7, 2015

გზაში........

   რამდენიმე საათი მგაზავრობა....რამდენიმე საათი ლოდინი_ჯერ თბილისის, შემდეგ სტამბულის აეროპორტში, შემდეგ ბრემენი_გერმანიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ქალაქი და მასპინძელი ოჯახის დახვედრა.... ბევრი სასიამოვნო ემოცია სამუდამოდ დარჩება ჩემს მეხსიერებაში.....
    ჰო, მართლა, დაბადების დღეც არაჩვეულებრივი გამოვიდა: ჯერ თბილისის აეროპორტში შენიშნა პოლიციის თანამშრომელმა, რომელიც პასპორტს გვიმოწმებდა, რომ ამ დღეს დაბადების დღე მქონდა, სასიამოვნოდ გამიღიმა და კეთილი სურვილებით ბედნიერეი მგზავრობა მისურვა.... ბრემენში კი ლიკა დამხვდა აეროპორტში, რომელმაც დაბადებისდღის საჩუქარი გადმომცა და  აჟღურტულდა: "ანა მას, აბა დღევანდელ დღეს მარტო ხომ ვერ შეხვდებოდით, საჩუქარი ხომ უნდა მიგეღოთო." საოცრად ბედნიერი ვიყავი: სამშობლოდან შორს, ერთმა ჩემმა ახლობელმა და საყვარელმა  ნამოწაფარმა  უცხო ქვეყანაში მომილოცა დაბადების დღე....
      მერე მასპინძელი ოჯახის დიასახლისმა სახლში წამიყვანა და იქაც მოკრძალებულად ამიღნიშნეს.....  სადილის შემდეგ  ოჯახის  სტუმრებთან ერთად  ბრემენში გავისეირნეთ და შევეცადეთ, ცოტა უფრო ახლოს გაგვეცნო ერთმანეთი, რადგან 2 კვირის მანძილზე მოგვიწევდა ერთ ჭერქვეშ ცხოვრება....
     მართლა საოცარი დღე იყო......
პირველი დღე ბრემენში მასპინძლებთან ერთად

Saturday, June 6, 2015

გამგზავრებამდე :-)

                   დღეს 6 ივნისია. ბრემენში გამგზავრებამდე ერთი დღე დარჩა და ძალიან ვღელავ. პირველ რიგში, ვდარდობ ჩემს ოჯახთან განშორებას, ჩემი გოგონები უკან დამყვებიან, მეკითხებიან, მალე გავა თუ არა ის ორი კვირა, ბრემენში რომ უნდა გავატარო..... რა თქმა უნდა მალე გავა, მალე, მალე.......ჩემოდანი მზადაა.... პასპორტი, დაზღვევა, საფულე, ხელჩანთა, საჩუქრები მასპინძელი ოჯახის წევრებისა და ძველი ნაცნობებისთვის, რომლებიც გერმანიაში მელოდებიან.....ვცდილობ არაფერი დამრჩეს, თუმცა მესამედ მივემგზავრები  საყვარელ ქვეყანაში, მაგრამ მაინც საოცრად ვღელავ: უცებ რომ აღმოჩნდეს, რომ საბუთებში რაღაც რიგზე არ მაქვს......ან სტამბულის აეროპორტში რომ ვერ გავიგნო გზა ;-), რა ვიცი, ყველაფერი შეიძლება მოხდეს....
                  ხვალ ბრემენში მივფრინავ...... თან ჩემი დაბადების   დღის თვითმფრინავში აღნიშვნა მომიწევს, ასეთი რამ კი მართლა პირველად ხდება ჩემს ცხოვრებაში_დაბადების დღე   თვითმფრინავში....ტორტის, მეგობრების და საჩუქრების გარეშე....იმედია ყველაფერი კარგად იქნება....
თბილისის აეროპორტი